3 დღიანი ტურები: თბილისში, მცხეთაში, გორში,
უფლისციხესა და ატენში
კულტურული ტური საქართველოში გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ თბილისის დაარსების ისტორიას. ვესტუმროთ იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმს გორში. აღმოსავლეთ საქართველოში დავათვალიერებთ უფლისციხის ქალაქს, რომელიც კლდეში კვეთის უძველეს კულტურას წარმოადგენს. ვეწვევით VII საუკუნის ძეგლს_ ატენის სიონის ტაძარს.
5 დღიანი ტური თბილისსა და სვანეთში
ეს ტური გაგვაცნობს ძველსა და ახალ თბილისს, მის უძველეს ისტორიას. აგრეთვე ვესტუმრებით სვნეთს _ ევროპაში ერთ-ერთ მაღალმთიან დასახლებულ რეგიონს, ცნობილი თავისი უძველესი ძეგლებითა და თვალწამრტაცი ბუნებით. IX-XII საუკუნის სვანეთის კოშკები რეგიონს მომხიბვლელობას ჰმატებენ.
დაუვიწყარი კულტურული ტური ღვინის
დეგუსტაციით
ტურში გათვალისწინებულია საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქების მონახულება. კახეთში _ ქართული ღვინის სამშობლოში ჩასვლა. საქართველოს ცნობილი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დათვალიერება ყვარელში. გავეცნობით ქართული ღვინის დამზადების ტრადიციებს და დავაგემოვნებთ 3 სახეობის ღვინოსა და ცნობილ ქართულ ჭაჭას.